დღეს გვქონდა ტრენინგის მე-8 დღე გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას , ფასილიტაციის მასალებს, პროექტის გეგმის შევსებას და პროექტისთვის საბოლოო ფორმის მიცემას და ბლოკზე ატვირთვას. ვფიქრობ, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. მადლობა ჩვენს ტრენერს და განათლების სამინისტროს , , რომ თანამედროვე მასწავლებელმა გამოიყენოს ისტი საგაკვეთილო პროცესში , რათა გაკვეთილი იყოს ეფექტური და მოსწავლეებს აუმაღლოს მოტივაცია.
суббота, 30 сентября 2017 г.
воскресенье, 17 сентября 2017 г.
დღეს ჩაგვიტარდა მე-6 ტრენინგი, რომელიც მოიცავდა მოსწავლეთა ნიმუშების შექმნას, პრეზენტაციის ბუკლეტისა და გაზეთის შაბლონზე მუშაობას. ვფიქრობ, მეტად საინტერესო იყო მუშაობა ბლოგზე ელექტრონული პორტფელიოს შექმნისას. დიზაინის შერჩევისას, გვერდების დამატებისას და ბლოგის საბოლოო გაფორმებისას. ჩემი აზრით, მიღებული ცოდნა უკეთ წარმოაჩენს მასწავლებლის სახეს და უბიძგებს მასწავლებელს სწავლების ეფექტურობისაკენ..
воскресенье, 10 сентября 2017 г.
ტრენინგის მეოთხე დღეს შევისწავლეთ მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფის ახალი მეთოდები, პროექტის პრეზენტაციის შევსება , საპრეზენტაციო პროგრამა პოვერ პოინტში , სლაიდების გაფორმება, მისი დიზაინი და ანიმაციის შერჩევა . ვფიქრობ, დღევანდელი მუშაობა მეტად ნაყოფიერი იყო და შევძლებ მის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში.
суббота, 9 сентября 2017 г.
воскресенье, 3 сентября 2017 г.
ტრენინგის მეორე დღე
დღეს ვიმუშავეთ პროექრის შაბლონის შექმნაზე , საინფორმაციო ბუკლეტის მომზადებასა და შექმნაზე. ვიმუშავეთ პროგრამა vord-ში დავაფორმატეთ ფურცელი და ბუკლეტი ჩარჩოში ჩავსვით.
მიღებული ცოდა ძალიან გამომადგება ეფექტური სწავლებისათვის ,მოსწავლეები შეძლებენ საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე ტექნოლგიების გამოყენებას. გაკვეთილი იქნება ხალისიანი და სრულყოფილი.ყოველივე ეს , ჩემი აზრით, ძალიან დააინტერესებს მოსწავლეებს და გაუძლიერებს სწავლის მოტივაციას.
მიღებული ცოდა ძალიან გამომადგება ეფექტური სწავლებისათვის ,მოსწავლეები შეძლებენ საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე ტექნოლგიების გამოყენებას. გაკვეთილი იქნება ხალისიანი და სრულყოფილი.ყოველივე ეს , ჩემი აზრით, ძალიან დააინტერესებს მოსწავლეებს და გაუძლიერებს სწავლის მოტივაციას.
воскресенье, 2 июля 2017 г.
პროექტი- სტუმრად გოგლასთან
პროექტის სახელწოდება:
|
სტუმრად გოგლასთან
|
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
|
მოსწავლეებს შეუყვარდებათ ლეონიძის ლექსები და დაამახსოვრდებათ რომ ის მე-20 საუკუნის ქართველი პოეტია და მისი ლექსები ქართული კულტურის საუკეთესო ნიმუშებია.
|
პროექის აქტუალობა:
|
აქტუალურია იმიტომ რომ მოსწავლეებს უჭირთ ლექსების დაზეპირება და გააზრება იმისა თუ რა როლი აქვს ლეონიძეს ქართულ ლიტერატურაში.
|
პროექტის მიზნები:
|
მოსწავლეები გაეცნობენნ და ღრმად გაანალიზებენ ლეონიძის ცხოვრებას; ბავშვობას, სტუდენტობას, სამამულო ომის თემას, პირად ცხოვრებას და მეგობრებს და დაისწავლიან ლეონიძის ლექსებს.და ნახავენ გოგლას სახლ- მუზეუმს.
|
вторник, 27 июня 2017 г.
გიორგი ლეონიძე და მისი მეგობრები
გაკვეთილის მთავარი თემა
|
გიორგი ლეონიძის ,, ნინოწმინდი ღამე’’
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო
|
მოსწავლეთა პროფილი
|
მე 12 კლასი 20 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მსწავლეები შეძლებენ, რომ ერთმა კონკრეტულმა მოვლენამ შეიძლება ხელი ხელი შეუწყოს ნაწარმოების შექმნას.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები შეიცნობენ ლეონიძის პიროვნებას და მის მეგობრებს ლხინისას, შეძლებენ მხატვრული ხერხების ერთმანეთისაგან გარჩევას , დარწმუნდებიან ,რომ პოეტები მგრძნობიარენი არიან და ისტს გამოიყენებენ ეფექტურად.
|
четверг, 4 мая 2017 г.
ავთანდილის პიროვნების შეცნობა
ჩვენს მიზანს წარმოადგენს ავთანდილის პიროვნების შეცნობა
და მისი მიზანსწრაფვა პიროვნული სრულყოფილებისაკენ. ავთანდილის ანდერძი სულიერი კულტურის
მწვერვალია, ჩვენი ერის ამაღლებული იდეალების ყველაზე სრულყოფილი გამოხატულება, რომელიც
აყალიბებს ქართველი კაცის ზნეობრივ სახეს და
ერს უზენაესი ჭეშმარიტებისაკენ მიუძღვის. უდავოდ, გვეხმარება პიროვნების სულიერი სამყაროს წვდომაში და გვაძლევს
საშუალებას გარკვეული მოსაზრებები ჩამოვაყალიბოთ
იმ ღირებულებების მიმართ, რომლებითაც საუკუნეების მანძილზე ვსაზრდოობდით და, რომელთა
გარეშე ადამიანის ცხოვრება არაფერია. ავთანდილმა თავისი ანდერძით ჩამოაყალიბა მარტივი ფორმულა - აკეთე სიკეთე , დაეხმარე მეგობარს
და იცხოვრე ვაჟკაცურად.
Подписаться на:
Сообщения (Atom)