четверг, 4 мая 2017 г.

ავთანდილის პიროვნების შეცნობა

ჩვენს მიზანს წარმოადგენს ავთანდილის პიროვნების შეცნობა და მისი მიზანსწრაფვა პიროვნული სრულყოფილებისაკენ. ავთანდილის ანდერძი სულიერი კულტურის მწვერვალია, ჩვენი ერის ამაღლებული იდეალების ყველაზე სრულყოფილი გამოხატულება, რომელიც აყალიბებს ქართველი კაცის ზნეობრივ სახეს  და ერს უზენაესი  ჭეშმარიტებისაკენ  მიუძღვის. უდავოდ, გვეხმარება  პიროვნების სულიერი სამყაროს წვდომაში და გვაძლევს საშუალებას გარკვეული  მოსაზრებები ჩამოვაყალიბოთ იმ ღირებულებების მიმართ, რომლებითაც საუკუნეების მანძილზე ვსაზრდოობდით და, რომელთა გარეშე ადამიანის ცხოვრება არაფერია. ავთანდილმა თავისი ანდერძით ჩამოაყალიბა  მარტივი ფორმულა - აკეთე სიკეთე , დაეხმარე მეგობარს და იცხოვრე ვაჟკაცურად.