ჩვენს მიზანს წარმოადგენს ავთანდილის პიროვნების შეცნობა
და მისი მიზანსწრაფვა პიროვნული სრულყოფილებისაკენ. ავთანდილის ანდერძი სულიერი კულტურის
მწვერვალია, ჩვენი ერის ამაღლებული იდეალების ყველაზე სრულყოფილი გამოხატულება, რომელიც
აყალიბებს ქართველი კაცის ზნეობრივ სახეს და
ერს უზენაესი ჭეშმარიტებისაკენ მიუძღვის. უდავოდ, გვეხმარება პიროვნების სულიერი სამყაროს წვდომაში და გვაძლევს
საშუალებას გარკვეული მოსაზრებები ჩამოვაყალიბოთ
იმ ღირებულებების მიმართ, რომლებითაც საუკუნეების მანძილზე ვსაზრდოობდით და, რომელთა
გარეშე ადამიანის ცხოვრება არაფერია. ავთანდილმა თავისი ანდერძით ჩამოაყალიბა მარტივი ფორმულა - აკეთე სიკეთე , დაეხმარე მეგობარს
და იცხოვრე ვაჟკაცურად.
ეს რომ განვახორციელოთ , ანდერძის თანახმად , უპირველეს ყოვლისა, უნდა გავთავისუფლდეთ
სიცრუისაგან, რადგან ტყუილს ავთანდილი ყოველგვარი უბედურების სათავედ მიიჩნევს და გვარწმუნებს
, რომ სიცრუის მთქმელი ყველასაგან უარყოფილი და შერცხვენილია. ამ მოსაზრებას ამყარებს
აფორიზმით :“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.’’ „სიცრუე და ორპირობა’’ სინონიმური სიტყვებია, ურთიერთამხსნელი
და შემავსებელ-დამაზუსტებელი. აქვე გაგვიმარტავს, რომ თუ ეს უცოდინარობითაა გამოწვეული,
მაშინ ის ცრუ კი არაა შემცდარია. ცოდნის შემთხვევაში კი-ცრუ ან ორპირია.
აღსანიშნავია
ავთანდილის დამოკიდებულება როსტევან მეფისადმი. იგი მოკრძალებულად ესაუბრება და ბრძნული
არგუმენტებით ცდილობს დაარწმუნოს მეფე თავისი გადაწყვეტილებების სისწორეში.
„წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ!
„ სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი , ამას ჟღერენ?!
შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ?!
დამეთანხმებით,
რომ ავთანდილის ეს სიტყვები მოციქულთა უმთავრესი მცნების არა მარტო შეხსენებაა, არამედ მისი მართებულად გამოყენებაა
ცხოვრებაში. სიტყვებში; „ სიყვარული აღგვამაღლებს“ ამ სიტყვათა შეთანხმებაში სიყვარული გამოყენებულია მისი უფართოესი მნიშვნელობით.
იგი მოიცავს კაცაათმოყვარეობის ყველა სახეს: მშობლიურს, დაძმურს, მეგობრულს და სატრფიალოს.
რომელთა შორის უმთავრესია, მეგობრული სიყვარული
და არა სისხლით ნათესაობა.
ზემოთ ნათქვამიდან
გამომდინარე, ავთანდილი მეფის მცნების „მცვლელი“ ანუ უარმყოფელი ხდება. აქვეა ცხადად ნაჩვენები, რომ მეგობრის გატანის სურვილი მისი მიზანსწრაფვაა და მასზე ხელს
ვერ ააღებინებს მეფის წყენინებაც კი. აქვე
მკაფიოდ იკვეთება ის,რომ ავთანდილს ღრმად სწამს უფლის თანადგომა სიკეთის ნიშნით.
„ რაცა ღმერთსა
გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
გადამხდეს და
შემოვიქცე , აღარ დამრჩეს გული ავლად:
თქვენვე გნახე მხიარულნი, დიდებით და დავლა- მრავლად!
მას რა ვარგო
, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.“
საყურადღებოა
, ბედის მცნების ფენომენიც, რომელიც ოპტიმიზმისა და ბრძოლის პრინციპს ემსახურება. ადამიანებს
თავი არ უნდა მოჰქონდეთ საკუთარი ძალითა და მოქმედებით. ვინაიდან ყოველი ძალა ადამიანისა მხოლოდ
ღმრთისაგან მომდინარეობს. „არვის ძალ- უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.“
ამ მხრივ საინტერესოა
ყურადღების გამახვილება, თუ როგორ ესახება რუსთაველს საიქიო. „ ხორცისაგან დახსნა“, რაც ყველა მოკვდავის გადასახდელი ვალია, სიცოცხლის აუცილებელი
-ატრიბუტი. „ დამხსნას ბნელსა და ნათელი შემმოსოს“...... ბნელსა და ნათელში იგულისხმება ხორციელი ყოფა და მოსალოდნელი ჯოჯოხეთი, რადგან ბნელყოფა ახლავს საწუთროსაც
და ჯოჯოხეთსაც. ასე, რომ , წუთისოფელი ადამიანის გამოსაცდელი პოლიგონია, იგი სიკვდილ- სიცოცხლის ერთგვარი თამაშია, მაგრამ
ამასაც აქვს თავისი ხიბლი და მადლი. ეს მოსაზრება გამყარებულია შემდეგი აფორიზმებით:სჯობს
სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!“, „ ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა
კლდოვანი;“ „სჯობს სიცოცხლისა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!’’
მიუხედავად
იმისა, რომ ავთანდილს სწამს ღმერთის თანადგომა- შემწეობა სიკეთის ნიშნით აღძრულ სხვადასხვა
ბრძოლაში ამ გზაზე ის არ გამორიცხავს ფათერაკს,
შემთხვევას, რადგან სიკვდილი საწუთროს თანმხლები მოვლენაა.“სცთების და სცთების, სიკვდილსა
ვინ არ მოელის წამისად;“ ამიტომ კარგად იცის , რომ ზესთა ზენის მიერ მარადიულ ნათელში
ასაფრენად ისე არაფერი წაადგება ადამიანს,როგორც“ ღმერთისადმი გლახაკთა გულმხურვალე
გულები’’
„მაქვს საქონელი
ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე , ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი , არას მქონები:
მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.“
ამ სტროფიდან
გამომდინარე ავთანდილი კეთილშობილი რაინდია. იგი სიკეთის კეთებისაკენ მიისწრაფის, რაც
ასპეტაკებს და აკეთილშობილებს მის სულს და აღავსებს ყველა იმ სინათლით, რომლებიც შეიძლება
ინატროს ადამიანმა, „ კაცთათვის მოცემულ უთვალავ
ფერთა“ სამყაროში. იგი მზადაა თავისი
ქონება , სრულიად უანგაროდ, ღარიბებს გადასცეს, რათა ობოლ-ქვრივის ცხოვრება გააუმჯობესოს.
ყველაზე მთავარი, რითაც ეს ანდერძი იქცევს ყურადღებას, არის მონების გათავისუფლება
, ხიდების, თავშესაფრების მშენებლობა და სამართლიანობის დამკვიდრება, რათა უსამართლობა
და ძალადობა გამოირიცხოს. როგორც დავინახეთ, ავთანდილის ამ ანდერძში მკაფიოდაა გამოკვეთილი
დემოკრატიული მმართველობა, რომელიც მოიცავს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოწყობას და კაცთმოყვარეობის დამკვიდრებას, რომელებსაც შობს
სულიერი კულტურა .
„ ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახკნი არ ითხოვდეს,
ავთა ქმნელნი დააშინეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად ძოვდეს
„
აღსანიშნავია ანდერძის მხატვრული სახე, რომელიც უბადლო პოეტური
ქმნილებაა და ,ცხადად გვიდასტურებს, ადამიანურ გრძნობათა უკვდავებას.
პოეტური ეფექტი სხვადასხვა მხატვრული საშუალებით მიიღწევა.
აფორიზმებით:,, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“, ,,სჯობს სიცოცხლისა
ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“ , ,,სჯობსა
სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!’’
რუსთაველი ქადაგებს , რაინდულ თვისებებს. იყენებს განმეორების ხერხებს , რათა
გამოკვეთოს სათქმელი . მეტაფორებით:,, მზისა შუქთა ვერ- მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭკნების;’’ ,,თვალთა
ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვინდების’’. გამოხატავს ტარიელის მძიმე სულიერ მდგომარეობას.
შედარებებით: ,, მე ვით გავძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით მეთნების!’’. ,, ვით იტყვიან,
ვით აქებენ? ცან ცნობანი მიაფერენ.’ დაკონკრეტებულია’ ავთანდილის მისწრაფება დაეხმაროს
გასაჭირში მყოფ მეგობარს. ეპითეტებით: ,,უხილავი’’, ,,შემწე’’, ,,უკვდავი“ დახასიათებულია
ღმერთი.
ანდერძი დაწერილია
თექვსმეტმარცვლიანი ლექსით, რომელიც რუსთაველმა დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში. მას რიტმულ ჟღერადობას სძენს მაღალი და დაბალი შაირი. აქვე აღსანიშნავია
ის რომ, მაღალი შაირის რიტმი დინამიკურია, ექსპრესიულია მაგ:,,დაჯდა წერად ანდერძისად,
საბრალოსად, საბრალოსა საუბრისად;’’
დამეთანხმებით,
რომ პოეტური ხერხები სრულყოფს და მეტ გასაქანს აძლევს აზრს, იკრებს სიბრძნეს და ხალხის სიყვარულს იმსახურებს. უდავოა, რომ ანდერძი
ადამიანთა ესთეტიკურ, ზნეობრივ და მსოფლმხედველობრივ
იდეალებს გამოხატავს. ჩემი აზრით, არ შეიძლება
კარგმა მკითხველმა გაოცებით არ წაიკითხოს ანდერძის ის ადგილები, რომლებშიც ჩანს არაჩვეულებრივად
თავისუფალი აზრები მზიური ბრწყინვალებითა და სამყაროს ჰარმონიულობით.
ასეთია ძალა
ჭეშმარიტი პოეზიისა და
დიდი მადლობა
ОтветитьУдалить