воскресенье, 2 июля 2017 г.

პროექტი- სტუმრად გოგლასთან


პროექტის სახელწოდება:
სტუმრად გოგლასთან
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებს შეუყვარდებათ ლეონიძის ლექსები და დაამახსოვრდებათ რომ ის მე-20 საუკუნის ქართველი პოეტია და მისი ლექსები ქართული კულტურის საუკეთესო ნიმუშებია.
პროექის აქტუალობა:
აქტუალურია იმიტომ რომ მოსწავლეებს უჭირთ ლექსების დაზეპირება და გააზრება იმისა თუ რა როლი აქვს ლეონიძეს ქართულ ლიტერატურაში.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გაეცნობენნ და ღრმად გაანალიზებენ ლეონიძის ცხოვრებას; ბავშვობას, სტუდენტობას, სამამულო ომის თემას, პირად ცხოვრებას და მეგობრებს და დაისწავლიან ლეონიძის ლექსებს.და ნახავენ გოგლას სახლ- მუზეუმს.


მონაწილეთა ასაკი:
17 წელი

ვადები | ხანგრძლივობა:
2  კვირა

მოსალოდნელი შედეგები| პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს შეუყვარდათ ლექსის სწავლა. დაიმახსოვრეს ლეონიძის ცხოვრება და შემოქმედება  მოინახულეს სოფელი  პატარძეული,  ისაუბრეს გიდთან და გამოიტანეს დასკვნები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ექსკურსია ნინოწმინდაში ლეონიძის ბიოგრაფია და ლექსები.

პროექტების მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
მასალის მოძიება ინტერნატში,ექსკურსიის დაგეგმვა,ჯგუფებად დაყოფა და მითითებების მიცემა,ლექსების დასწავლა,პრეზენტაცია, გიდთან გასაუბრება, მუზეუმის დათვალიერება და სადილი ბუნებაში.
საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეები შეძლებენ მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტის ასახვა. გაანალიზებენ კულტურულ, სოციალურ და იოსტორიულ ფასეულობებს. სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის . მოსწავლეს შეეძლება თანაკლასელთა მიერ სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
ლია თევზაძე
ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:

პროქტის ვებ- გვერდი| ბლოგი:
liatevzadze1966blogcomspot



1 комментарий:

  1. მომეწონა ძალიან, უსაზღვრო წარმატებას გისურვებთ ქალბატონი ლია <3

    ОтветитьУдалить